ანაკლიის საკარანტინო სივრცეში მყოფთა რაოდენობა გაიზარდა.

Zugdidi Daily

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფთა რაოდენობა გაიზარდა და ახლა 91-ს შეადგენს. სამეგრელო-ზემო სვანეთში, თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვი 35-ია. ეპიდზედამხედველობა სულ 2011 პირზე დამყარდა. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება. #ანაკლია #განმუხური #საკარანტინოზონა #თვითიზოლაცია #ეპიდზედამხედველობა #zugdididaily