საქართველოს მოქალაქეებს ისევ შეუძლიათ სამკურნალოდ თურქეთში წასვლა
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143790
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 20 მაისიდან გაუქმდა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვა და პაციენტებს ისევ შეუძლიათ თურქეთში სამკურნალოდ ჩასვლა. თურქეთმა შეზღუდვა მოუხსნა 31 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა შესაბამისი რეგულაციები ქვეყანაში შემოსასვლელად, საავადმყოფოში მისაღებად, სამკურნალოდ და იზოლააციის უზრუნველსაყოფად. ასევე თურქეთის ჯანდცვის უწყება განსაზღვრავს სამკურნალოდ შემოსულ ადამიანთან ერთად თანმხლები პირების მიმართ დადგენილ რეგულაციებს/ნორმებს. ამის შესახებ, ნათქვამია ელჩის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობილია, რომ პაციენტებს თურქეთის ორ ქალაქში სტამბოლსა და ანკარაში შეეძლებათ ჩაფრენა. ამასთან გადაადგილებას შეძლებენ სარფის საბაჟოს გავლით. თურქეთში მკურნალობის საჭიროების მქონე პირმა უნდა მიმართოს სამედიცინო ტურიზმში ჩართულ ნებისმიერ კომპანიას, რომელიც გასამგზავრებლად მოამზადებს ყველა დოკუმენტს. თვითდინებით წასვლა შეუძლებელი იქნება. პაციენტს შესაძლოა ახლდეს არაუმეტეს 2 თანმხლები პირისა, რომლებსაც კორონავირუსზე კვლევა აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჩატარებული.