საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Pirveliradio Ge

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. მათივე ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 973 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 846-ს შეადგენს. ამასთან, 28-ით გაიზარდა უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი. ამ დროისთვის აღნიშნული მონაცემი 31-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 4851 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 231. http://pirveliradio.ge/index.php?newsid=147080