კარანტინის გაუქმების სამსაფეხურიანი გეგმა
Tbilisi Daily
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა კარანტინის გაუქმების 3-საფეხურიანი გეგმა წარადგინა. პრემიერ-მინიტრის განმარტებით, პირველი საფეხური, რომელიც დღეიდან ამოქმედდება რესტორნების, კაფეებისა და მაღაზიების გახსნას გულისხმობს. ამასთან, ქუჩაში ერთდროულად შეკრება მაქსიმუმ 10 ადამიანს შეეძლება. დღეიდან ქვეყანაში სკოლები და სათამაშო მოედნებიც გაიხსნება.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით შემდგომ ეტაპზე ქვეყანაში კინოთეატრები, სპორტული დარბაზები და სილამაზის სალონები გაიხსნება. საბოლოო, მე-3 ეტაპზე კი დასაშვები გახდება ერთდროულად 100 ადამიანის შეკრება.
ბოლო მონაცემებით, ავსტრალიაში კორონავირუსის სულ 7 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, 6 074 კი უკვე გამოჯანმრთელდა. ვირუსს ქვეყანაში 97 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.