კორონავირუსით გარდაცვლილ ექვსივე პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა

Tbilisi Daily

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, დღე-ღამეში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ ექვსივე პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. „ერთი გახლავთ გორში, 58 წლის ქალბატონი თანმხლები დაავადებებით, მეორეა ბათუმში, 68 წლის პაციენტი, იქაც იყო თანმხლები დაავადებები, მესამეა ქობულეთში ორია, 55 და 61 წლის პაციენტები და ქუთაისში 81 ქლის ქალბატონი. ყველა ამ პაციენტს ჰქონდა მძიმე თანმხლები დაავადებები“ - განაცხადა მარინა ენდელაძემ. საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 313 ადამიანი. ინფიცირების დადასტურების შემთხვევათა რაოდენობა საერთო ჯამში 10752-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 5866-ს შეადგენს. გარდაცვლილია 72 კოვიდინფიცირებული. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.