აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის13 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან9 - საკონდიტრო მაღაზია 'დონას' კონტაქტია, 1 - მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის ოჯახის წევრია, 1 პირიკარანტინიდანაა, 2 კი აქამდე დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრებია.
ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულია 58 პაციენტი. გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი.