Საპროტესტო აქცია ცესკოსთან

Tbilisi Daily

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება. შენობასთან იკრიბებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები. „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ მათი მოთხოვნაა ყველა უბნის საარჩევნო შედეგები გაბათილდეს. „ყველა უბანზე ოქმები გადაწერილი იქნა, ყველგან დასვეს ციფრები და ჩვენ ამ გაყალბებულ შედეგებს არ მივიღებთ. ივანიშვილს არ მოუგია ეს არჩევნები, ხალხს მისთვის ხმა არ მიუცია! ეს მათ ქალბატონი ჟვანიასა და ცესკოს ფასით დაწერეს და ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია არ მოხდება“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ. როგორც ცნობილია, ცესკოს შენობაში ამ წუთებში სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეხვედრა იწყება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან. არსებული ცნობით, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი ოპოზციონერები ავტოკოლონით ცესკოს შენობისკენ მიემართებიან.