მამაკაცმა კაშალოტის ნარწყევი იპოვა და მილიონერი გახდა
Tbilisi Daily
ტაივანში, კუნძულ ლანიუიზე მამაკაცმა, სახელად ლიმ, სანაპიროზე კაშალოტის ნარწყევი იპოვა. ის 6 მილიონ ტაივანურ დოლარად (210 ათასი აშშ დოლარი) შეფასდა. ამის შესახებ გამოცემა Taiwan News წერს.
მამაკაცმა 4-კილოგრამიანი ქვა ჯერ კიდევ მარტში იპოვა და სახლში წაიღო. მეგობარმა ურჩია, აღმოჩენა ეროვნული უნივერსიტეტისთვის გადაეცა.
7 ოქტომბერს ბიოლოგებმა დაადასტურეს, რომ ნაცრისფერი ამბრა საკმაოდ იშვიათი და ღირებული აღმოჩენაა.
მისი თქმით, ნაცრისფერი ამბრა კაშალოტების კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წარმოიქმნება და მას "კაშალოტის ნარწყევს", ან "მცურავ ოქროს" უწოდებენ.
ამბრას აქტიურად იყენებენ პარფიუმერიაში. მისი საბაზრო ღირებულება ერთ კილოგრამზე 50 ათასამდე დოლარს შეადგენს.