რუხის კლინიკაში 20 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

Tbilisi Daily

რუხის კლინიკაში 20 პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, პაციენტებს თანმხლები დაავადებები აქვთ, რის გამოც მათი ზოგადი მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა. კლინიკაში ჯამში 73 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.