Reuters: კორონა ვირუსის ახალ ტალღასთან საბრძოლველად ისრაელი უქმე დღეებში კარანტინს აწესებს
Headline
ისრაელმა პარასკევს ახალი საკარანტინო ზომები შემოიღო კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვის შემცირების მიზნით. საზოგადოებაში თანდათან გაიზარდა მღელვარება იმის გამო, რომ მთავრობა ქვეყანაში არსებულ კრიზისს ვერ უმკვლავდება.
მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ სახლიდან გასვლის უფლება ამ შაბათ-კვირას შეზღუდული არ იქნება, თუმცა სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები, ზოოპარკები და მუზეუმები პარასკევიდან დაიკეტება და კვირას დილით გაიხსნება.
24 ივლისიდან ირაელში ,შესაძლოა, სრული კარანტინი ამოქმედდეს, რომელიც კვირის ბოლოს დაიწყება ხოლმე. სრული კარანტინის პირობებში საზოგადოებას სახლიდან გასვლის უფლება შეეზუდება. ისრაელის რადიოს ცნობით, მთავრობა ამ ზომების მისაღებად პარლამენტის თანხმობას ელოდება. ისრაელში კვირის ბოლო, ე.წ „უიქენდი“, პარასკევ საღამოს იწყება და კვირამდე გრძელდება.
ყოველდღიურ შეკრებებზე კი ლიმიტი დაწესდება. შიდა სივრცეში აიკრძალება 10 კაცზე მეტის, ხოლო გარე სივრცეში კი 20 კაცზე მეტის შეკრება. რესტორნებს მხოლოდ და მხოლოდ მიტანის სერვისით შეეძლებათ მომსახურება. საზაფხულო სკოლებისა და საბავშვო ბაღების დაკეტვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოგვიანებით ისრაელის პრემიერ მინისტრი, ბინიამინ ნეთანიაჰუ, და თავდაცვის მინისტრი, ბენი განცი, მიიღებენ.
ისრაელმა მაისში სკოლები და მრავალი ბიზნესი გახსნა, შეამსუბუქა შეზღუდვები, რომლებმაც ინფექციის გავრცელების მრუდი გაასწორეს კარანტინის შემდგომ, რომელიც მარტში დაწესდა.
თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში ინფექციის გავრცელების დონე საკმაოდ გაიზარდა, რასთან დაკავშირებითაც ბევრმა ჯანდაცვის ექსპერტმა განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობამ იჩქარა და უგულებელყო ის საჭირო ეპიდემიოლოგიური ნაბიჯები, რომლებიც ეკონომიკის გახსნის შემდეგ პანდემიის კონტროლისათვის იყო საჭირო.
მარტში გამოცხადებული კარანტინის შემდეგ უმუშევრობის დონემ 21%-ს მიაღწია. ნეთანიაჰუ საზოგადოებას დახმარებას დაპირდა, თუმცა მათ ნაწილს ძალიან დიდი დრო დასჭირდა დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად, ხოლო დანარჩენი კი გამოსადეგარი აღმოჩნდა.
ისრაელმა, რომლის მოსახლეობაც 9 მილიონს შეადგენს, 44,000-ზე მეტი კორონა ვირუსის, ხოლო 377 გარდაცვალების შემთხვევა დაადასტურა.
სტატია მომზადებულია ანანო ჯანიაშვილის მიერ.
#headline