თბილისში, მოსკოვის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს
Tbilisi Daily
თბილისში, მოსკოვის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.
სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს.
ერთ-ერთ შენობაში ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს. ადგილზე კინოლოგები მუშაობენ.
სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სხვა ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.