ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ის თავად გაეცნო იქ არსებულ მდგომარეობას.
მან შეხვედრის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო, თავად ენახა არსებული სიტუაცია.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 28 თებერვალს, საღამოს ეწვია. დღეს დილით შარლ მიშელი შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. დღის მეორე ნახევარში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვდება ოპოზიციის ლიდერებს.
შარლ მიშელის ვიზიტი მიმდინარეობს საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31127276.html
#ახალი_ამბები
#twitter