ინფექციურის ბოქსირებულ განყოფილებაში 24 კოვიდინფიცირებულიდან, უმეტესობის მდგომარეობა მძიმეა

Tbilisi Daily

სააკაშვილის ხელისუფლებისგან და პირადად მისთვის მე არაერთხელ მიწოდებია „მარკირებული დეზერტირი“, ამ ადამიანისგან ქვეყნისთვის საზიანო მოქმედება არავისთვის არ არის გასაკვირი და სამწუხაროდ ამით იყო ის გამორჩეული თავისი პრეზიდენტობის დროს, -ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა „დღის ქრონიკაში“ დავით-გარეჯის საკითზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გამოძიებას უნდა დაველოდოთ. „არავის არ უხარია მათგან და მანიაკი ახალაიებისგან განსხვავებით, ვიღაცის დაჭერა და პასუხისგებაში მიცემა. საზოგადოებამ უნდა გაიზროს, რასთან გვაქვს საქმე. გვაქვს უმძიმესი ფაქტები, რითიც თითქმის დასტურდება, რომ საეჭვო გარიგებებით დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიის 3500 ჰექტარი“- განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.