სიმპტომის გამოვლენისას არ არის საჭირო ვეძიოთ სად ჩავიტაროთ ტესტი - დავურეკოთ ოჯახის ექიმს
Tbilisi Daily
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას ურჩევს, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში იმის ძიება არ დაიწყონ, სად ჩაიტარონ ტესტი და ოჯახის ექიმს დაურეკონ.
ამირან გამყრელიძის თქმით, პაციენტმა ოჯახის ექიმის დარიგების შესაბამისად უნდა იმოქმედოს.
„ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი პირადი ექიმის ტელეფონი. გარდა იმისა, რომ რეკავს 112-ზე და შემდეგ ამისამართებს ოჯახის ექიმთან. ვინც იცის და უნდა იცოდეს ოჯახის ექიმის ტელეფონის ნომერი, როდესაც ეწყება სიმპტომები, არ არის საჭირო, ვეძიოთ, სად ჩავიტაროთ ტესტი, სწრაფად დავურეკოთ ოჯახის ექიმს და ვიმოქმედოთ, მისი დარიგების მიხედვით. რაც შეეხება მეორე გზას - 112, რომელიც გადაგამისამართებთ მასთან, მაგრამ ჩემი მთავარი სლოგანი იქნება, დღევანდელ პირობებში, რადგან მთავარი დატვირთვა პირველადი ჯანდაცვის სექტორზე, თითოეულმა ადამიანმა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის ტელეფონის ნომერი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, მეორე სლოგანია - სამ დიდ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირბადის ტარება აუცილებელია ღია სივრცეებში.