კახა კუკავას პარტიამ უზნაძის ქუჩაზე აფთიაქი გახსნა
Tbilisi Daily
კახა კუკავას პარტიამ "თავისუფალმა საქართველომ"თბილისში უზნაძის ქუჩაზე აფთიაქი გახსნა.
„იაფი მედიკამენტების პროგრამა“, რომელსაც „თავისუფალი საქართველო“ გასული წლის სექტემბრიდან ახორციელებს, დღეიდან კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი ხდება“ – აცხადებს პარტიის ლიდერი.
მისივე თქმით, „თავისუფალი საქართველო“ ნებისმიერ დაინტერესებულ მეწარმეს სთავაზობს ანალოგიური სახის თანამშრომლობას.
პარტიის ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, თბილისელებსა და მის სტუმრებს, ამიერიდან, მედიკამენტების შეძენა მათთვის შეღავათიან ფასებში შეეძლებათ.