სპეცრეისები საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად სექტემბერშიც დაინიშნება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, სპეცრეისები სექტემბერშიც დაინიშნება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ეს იქნება იმ ინფორმაციაზე და ანალიზზე დამოკიდებული, რომელსაც ჩვენ ვიღებთ სქართველოს საელჩოებიდან, თუ სად გროვდება ადამიანების კრიტიკული მასა, ვისაც სურს საქართველოში დაბრუნება. ივლისში, აგვისტოშიც და სექტემბერშიც სპეცრეისები გაგრძელდება", - თქვა მან.
მიმდინარე თვეს საქართველოს მიმართულებით 5 ფრენაა დაგეგმილი. Wizz Air და Myway Airlines-ის თვითმფრინავები ვარშავიდან, ბარსელონადან, რომიდან, პარიზიდან და ათენიდან დააბრუნებენ საქართველოში მოქალაქეებს. ბილეთის ფასი კი 200 ევროზე მაღალი არ უნდა იყოს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30715842.html
#ახალი_ამბები
#twitter