აჭარაში კორონავირუსის 175 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

აჭარაში ბოლო 24 საათშიკორონავირუსითინფიცირების 175 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 პაციენტი კი გარდაიცვალა. 'გარდაიცვლა 65 და 70 წლის მამაკაცი, რომლებიც დაახლოებით ერთი კვირის წინ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შეყვანილი იყო კლინიკაში. მათი მდგომარეობა თავიდანვე შეფასდა ძალიან რთულად, ამასთანავე მათ ჰქონდათ თანმდევი დააავადებები . განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. გატარდა ყველა შესაბამისი ღნისძიება, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დღეისათვის აჭარის კლინიკებში მკურნალობას გადის 492 პაციენტი, აქედან 40 ბავშვია, 14 ორსული. კოვიდკარანტიებში მეთვალყურეობაზე იმყოფება 898 პაციენტი, მათ შორის 77 ბავშვია. ბინაზე მკურნალობას გადის 600-მდე ინფიცირებული. გუშინ კლინიკებიდან გაეწერა 17 გამოჯანმრთელებულია, კოვიდსასტუმროებიდან 38 გამოჯანმრთელებულია'-განაცხადა ნონა ეფაძემ.