გორში „ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მინა ჩაამსხვრიეს და კარი დააზიანეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისში მინა ჩაამსხვრიეს და კარი დააზიანეს. პარტიის წარმომადგენელი ბექა ქორჩილავა მომხდარს მმართველი პარტიის მხრიდან ოპოზიციური პარტიის მიმართ ანგარიშსწორებას უწოდებს. მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისის დროს „ქართული ოცნება" „ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დარბევას პირველად არ აწყობს.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31129876.html
#ახალი_ამბები
#twitter