კორონავირუსის ყველაზე მეტი - 1034 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, 24 ოქტომბერს გამოვლენილი 1 941 შემთხვევა ქალაქების და რაიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში  - 1034 შემთხვევა, აჭარაში - 320, იმერეთში - 258, ქვემო ქართლში - 107, შიდა ქართლში - 68, გურიაში - 12, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 49, კახეთში - 37, მცხეთა-მთიანეთში - 36, სამცხე-ჯავახეთში - 18,  რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 2. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 121. 3 571 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში - 1 762, აჭარაში - 686. მძიმე პაციენტი არის  427, მათ შორის, თბილისში - 232, აჭარაში - 77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 97 პირი - მათ შორის, თბილისში - 54, აჭარაში - 20. 2 293 პირი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 353 - აჭარაში, ხოლო 728 - თბილისში. 10 257  მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში რჩება 4 180 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 849, აჭარაში -2 183. სულ  6-23  ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 7 916 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 069 პირი, საიდანაც თბილისშია - 3 758 პირი, აჭარაში - 11 764, ხოლო იმერეთში - 3 741. https://www.radiotavisupleba.ge/a/30910127.html #ახალი_ამბები #twitter