სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მთიან ყარაბაღში კიდევ 28 სომეხი სამხედრო დაიღუპა
Tbilisi Daily
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო მთიან ყარაბაღში კიდევ 28 სამხედროს დაღუპვის შესახებ იტყობინება. დაღუპულთა სია Facebook-ზე სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, არცრუნ ჰოვანისიანმა გამოაქვეყნა.
დაღუპულებს შორის ერთი 56 წლის რეზერვისტია.
სომხეთი და აზერბაიჯანი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.