ლედი გაგას ახალი კლიპი ფარაჯანოვის მოტივებზე
Tbilisi Daily
ამერიკელმა მომღერალმა ლედი გაგამ ახალი ვიდეორგოლი სერგო ფარაჯანოვის ფილმის „ბროწეულის ფერის“ მოტივებზე გადაიღო.
მომღერლის მეექვსე სტუდიურ ალბომ Chromatica-ში შესულ სიმღერა 911-ზე გადაღებული ვიდეო YouTube-ზე 18 სექტემბერს გამოქვეყნდა და არასრულ ერთ დღეში 6 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
„ბროწეულის ფერი“ - სერგო ფარაჯანოვის 1968 წელს გადაღებული კინოფილმი, რომელიც ფედერიკო ფელინიმ, ჟან-ლიუკ გოდარმა და მიქელანჯელო ანტონიონიმ კინოს შედევრად აღიარეს. ფილმში მთავარ როლს სოფიკო ჭიაურელი ასრულებს.
https://www.youtube.com/watch?v=58hoktsqk_Q&feature=emb_title