ორმოში ჩავარდნილი კაცი 6 დღის შემდეგ ამოიყვანეს
Tbilisi Daily
იდონეზიის კუნძულ ბალიზე ორმოდან ამოიყვანეს 29 წლის ბრიტანელი იაკობ რობერტსი, რომლიც 6 დღის განმავლობაში ორმოდან ვერ ამოდიოდა, - ამის შესახებ BBC წერს.
რობერტსს ძაღლი გაეკიდა და მისგან გაქცევისას 4-მეტრის სიღრმის ორმოში აღმოჩნდა. შემთხვევისას მან ფეხი მოიტეხა.
მისი ყვრილის ხმა 6 დღის შემდეგ ადგილობრივმა გაიგონა. ის საკაცით გადაიყვანეს საავადმყოფოში.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, რობერტსი ორმოში არსებულმა მცირე ოდენობის წყალმა გადაარჩინა.
ბალი კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხის გამო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩაკეტილი იყო. კუნძულზე ვერც ტურისტები შედიოდნენ და უცხო ქვეყნების სხვა მოქალაქეებიც ვერ ტოვებდნენ მას.
წყარო: https://www.bbc.com/news/world-asia-52960409