ტრამპი New York Times-ს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს
Tbilisi Daily
აშშ-ს პრეზიდენტი New York Times-ს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. ტრამპი გაზეთის რედაქციას პულიცერის პრემიების დაბრუნებისკენ მოუწოდა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, New York Times-მა პრესტიჟული ჯილდო რუსეთთან დაკავშირებული თემის არაკორექტული გაშუქებისთვის მიიღო.
“ისინი ატარებენ გამოძიებას შემდეგი პრინციპით: მოიფიქრეთ ყველაზე ცუდი რამ, რაც პრეზიდენტზე შეიძლერბა თქვათ და თავი მოისულელეთ, თითქოს ამის დამადასტურებელი წყაროებიც გაქვთ. დააბრუნეთ პრემიები!“-წერს ტრამპი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.
#news #ტრამპი #აშშ #TheNewYorkTimes #TbilisiDaily