კარანტინის დამრღვევი სასულიერო პირები დაისჯებიან-რუსეთის პატრიარქი კირილე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142310 რუსეთის ეკლესიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ქვეყნი კათალიკოს პატრიარქის განცხადება განთავსდა, სადაც კირილე წერს, რომ აუცილებლად დააყენებს კორონავირუსის გამო შემოღებული საკარანტინო ზომების დამრღვევი მღვდლების პასუხისმგებლობის საკითხს. მისივე თქმით, იმ შემთხვევებში, თუ კარანტინის რეჟიმის დარღვევა ეკლესიაში ადამიანის დაინფიცირებასა და სიკვდილს გამოიწვევს, პასუხისმგებელი სასულიერო პირები საეკლესიო სასამართლოს გადაეცემიან. გარდა ამისა, დოკუმენტში კირილე სასულიერო პირებს ახსენებს, რომ ისინი ადგილებზე პირადად არიან პასუხისმგებელი კარანტინის ზომების დაცვაზე.