აჭარაში კორონავირუსის შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო

Batumi Daily

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 219 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 497 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 დეკემბრის დილის მონაცემებით აჭარაში მართვით სუნთქვიაზე 49 პაციენტი იმყოფება. კლინიკაში მკურნალობას 855, ხოლო კოვიდსასტუმროში – 1 400 პირი აგრძელებს. ონლაინ კლინიკაში 3 078 პაციენტია რეგისტირებული. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში აჭარაში – 9 190 პირია მოთავსებული. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. ##batumidaily ##აჭარა ##ბათუმი ##ახალიამბებიაჭარაში