ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 4.3 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა
Tbilisi Daily
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 4.3 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ორგანიზაციის მონაცემებით, 7 დეკემბრიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში, მსოფლიოში კორონავირუსის 4 329 927 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 70 476 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.