იტალიის სერია A-ს კლუბ „ტორინოში“ კორონავირუსის ეპიდემიაა
Tbilisi Daily
იტალიის სერია A-ს კლუბ „ტორინოში“ კორონავირუსის ეპიდემიაა.
Football Italia-ს ინფორმაციით, თავდაპირველად კორონავირუსი ახალგაზრდული გუნდის ერთ წევრს დაუდასტურდა, დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი, ანალიზზე დადებითი პასუხი კიდევ ექვსმა მოთამაშემ ჩააბარა, რის შემდეგაც როგორც პრიმავერას, ასევე ძირითადი გუნდის წევრები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრა ტურინულ კლუბს ხვალ „კალიარისთან“ უწევს, თუმცა ყველანაირი სავარჯიშო პროცესი შეჩერებულია და რამდენად მოახერხებენ პიემონტელები სარდინიელებთან თამაშისთვის მომზადებას, რთული სათქმელია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.