ოკუპირებულ აფხაზეთში 15-მდე გაიზარდა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანის ინფიცირება და 2-ის გარდაცვალება დაადასტურა. აპრილიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 1765 შემთხვევა, მათგან 640 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 ადამიანი. ოკუპირებული რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში გადაყვანილი 3 პაციენტი გარდაიცვალა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე კლინიკებში. მათი გარდაცვალება აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას არ შეაქვს ადგილობრივ სტატისტიკაში, რადგან თვლის, რომ ეს პაციენტები სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გარდაიცვალნენ. 5 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს კლინიკებში მყოფი 45 კრიტიკულად მძიმე პაციენტიდან 9 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30877571.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)