სუნთქვითი მხარდაჭერა მხოლოდ 8 პაციენტს დასჭირდა - ეკატერინე ტიკარაძე

Tbilisi Daily

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ 188 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტიდან სუნთქვითი მხარდაჭერა მხოლოდ 8-ს დასჭირდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში სუნთქვის აპარატების მარაგი საკმარისია. ,,188 პაციენტიდან 81-ს ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, მათგან მხოლოდ 8 პაციენტს დასჭირდა სუნთქვითი მხარდაჭერა. ამ ეტაპზე კლინიკებში იმყოფება 6 პაციენტი, რომლებსაც სუნთქვითი მხარდაჭერა სჭირდებათ. 3 პაციენტია საუნივერსიტეტო კლინიკაში, 1 ბათუმში, 1 გორში და 1 ინფექციურ საავადმყოფოში. აქედან გამომდიანრე ის მარაგი, რომელიც ჩვენ მობილიზებული გვაქვს - 700-ზე მეტი სასუნთქვი აპარატი სრულად საკმარისია იმისთვის, რომ ექიმებმა პაციენტების გამოჯანმრთელებაზე იმსჯელონ“, - განაცხადა ტიკარაძემ. #სასუნთქიაპარატი #მთავრობა #ტიკარაძე #პაციენტი #კორონავირუსი #tbilisidaily y