სვანეთში ხანძარს ვერტმფრენიდანაც აქრობენ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

მესტიაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი სოფელ ხაიშთან, შერეული ტყის მასივზეა გავრცელებული. ძლიერი დაკვამლიანება პირველად 5 ივლისს, დღის მეორე ნახევარში შენიშნეს. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუციების მართვის სამსახურის მესტიის და წალენჯიხის განყოფილებების 20 მეხანძრე-მაშველი. https://www.radiotavisupleba.ge/a/30709049.html #ახალი_ამბები #twitter