ვის ეკუთვნის საშვები ? - იმერეთის გუბერნატორი განმარტებას აკეთებს

Kutaisi Daily

მეორე დღეა ქუთაისის მერიასთან საშვის მოთხოვნით მოქალაქეების ნაკადი არ წყდება, თუმცა მათი ნაწილის მოთხოვნა უარყოფილია. იმერეთის რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის თქმით, მოთხოვნათა შორის არაერთია არამიზნობრივი. მისივე თქმით, საშვის გაცემისას კრიტიკულები არიან და ეს ნებართვა მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვისაა, ვინც გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და ვისაც საგაზაფხულოდ გადაუდებელი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქვთ ჩასატარებელი: "არის გარკვეული ტიპის მიმართულებები, რაზეც ჩვენ გავცემთ საშვებს, ეს არიან მოქალაქეები, რომლებსაც უწევთ საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება, რომელთან დაკავშირებითაც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი ბევრია, თუმცა სამწუხაროდ, ამ განაცხადების განხილვა უფრო და უფრო კრიტიკულად გვიწევს, რადგან ძალიან ბევრი განაცხადი არამიზნობრივად შემოდის და ძალიან ბევრ განაცხადზე მოგვიწია უარის თქმა დღეს. იმ ადამიანებს, ვისაც ნამდვილად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის შემოაქვს განაცხადი და აქვს საჭიროება, რომ ქალაქიდან გავიდნენ, დღეს მოუწიათ ამ რეალობას შეჯახებოდნენ. რაც შეეხება რიგებს, მერიის თანამშრომლებმა არაერთხელ მოუწოდეს მათ რიგის დაცვისკენ, თუმცა რამდენჯერმე სოციალური დისტანცია დაირღვა, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესაჩერებლად ყველაფერი გავაკეთეთ კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, მხოლოდ იმ საჭიროებისთვის მოვიდნენ, რაზეც გაცემულია სახელმწიფოს მიერ ნებართვა და გაიცემა საშვები - ეს არის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება ქალაქის გარეთ", -აცხადებს შალამბერიძე. #ზვიადშალამბერიძე #კორონავირუსი #kutaisidaily