Covid19-ის 4 ახალი შემთხვევა ცხინვალში
Tbilisi Daily
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში Covid19-ის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ოთხივე ინფიცირებული - სამი კურსანტი და ერთი სამხედრო მოსამსახურე - მანამდე კარანტინის რეჟიმში იმყოფებოდნენ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2 ადამიანი, რომლებმაც უკვე დატოვეს სამედიცინო დაწესებულება.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საერთო ჯამში Covid19-ის 81 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 43 უკვე გამოჯანმრთელდა.
ცხინვალის ინფექციურ საავადმყოფოში 38 პაციენტი მკურნალობს, მათგან 35 რუსეთიდან ჩამოსული კურსანტია.
Covid19
ცხინვალი
TbilisiDaily