IRI-ის კვლევა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
'ქართული ოცნებას' - 33%-ი, 'ნაციონალურმოძრაობას' კი 15% დაუჭერს მხარს არჩევნებზე- ეს შედეგები აირაის კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა. დანარჩენ პარტიებს კი ამომრჩეველთა ხმების 1-დან 4 პროცენტამდე ერგოთ.
კითხვაზე, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, გამოკითხულთა 74 %-მა უპასუხა, რომ „დიდი ალბათობით მიიღებს“, 16 %-მა აღნიშნა, რომ „ნაკლები ალბათობით“, 4 %-მა განაცხადა, რომ სავარაუდოდ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, პარლამენტში შემავალი პარტიების შემცვლელ ეფექტიან ალტერნატივად 16% “ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 9-9 % კი - „ლელო საქართველოსთვის“ და „ახალი საქართველოსთვის - სტრატეგია აღმაშენებელს“.