რუსეთში პუტინისა და სტალინის მოზაიკური გამოსახულებით საკათედრო ტაძარი იხსნება

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142336 რუსეთში უზარმაზარი საკათედრო ტაძრის გახსნას გეგმავენ, რომელზეც ვლადიმერ პუტინისა და იოსებ სტალინის პორტრეტები, ასევე, ყირიმის ანექსიისა და ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 74 წლისთავის ამსახველი სცენები მოზაიკით იქნება გამოსახული. როგორც The Guardian წერს, გახსნის შემდეგ, 95-მეტრიანი კონსტურქცია მსოფლიოში ყველაზე მაღალი მართლმადიდებლური ტაძარი იქნება. იგი მოსკოვის გარეთ, პატრიოტების პარკში მდებარეობს და მისი გახსნა 9 მაისს იგეგმება. The Guardian წერს, რომ ეკლესიის ოფიციალურმა პირმავკათედრალის მშენებლობის არაოფიციალური ფოტოები დაადასტურა და განაცხადა, რომ ეკლესიის მოზაიკაზე ცოცხალი ადამიანების გამოსახვა "ჩვეულებრივი, მიღებული ფორმაა". "ყოველთვის არსებობდა ეს ტრადიცია, რომ ისტორიულ სცენებს ამა თუ იმ პერიოდიდან გამოსახავდნენ კედლებზე. ერთ-ერთი ასეთი აღსანიშნავი მოვლენა იყო ყირიმის შეერთება", - თქვა კათედრალის ეპისკოპოსმა სტეფანმა. პუტინის პრესსპიკერის თქმით, როდესაც პუტინს მოზაიკის შესახებ უთხრეს, მან გაიღიმა და თქვა: "ერთ დღესაც ჩვენი მადლიერი შთამომავლები დააფასებენ ჩვენს დამსახურებას, მაგრამ ახლა ეს ძალიან ადრეა". ყირიმის ანექსიიდან ექვსი წელი გავიდა. 2014 წლის თებერვალში ნახევარკუნძული რუსეთმა სამხედრო ძალით მიიტაცა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ არალეგიტიმურად გამოცხადებული რეფერენდუმი გამოაცხადა.