ინფიცირებულთაგან ცხრა რენიმაციულ განყოფილებაშია - ლევან რატიანი
Tbilisi Daily
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 77 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მათგან ცხრა რენიმაციულ განყოფილებაშია.
„ამ ეტაპზე გვყავს 93 პაციენტი, მათ შორის 77 არის ინფიცირებული. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია ცხრა პაციენტი, სხვები დანარჩენ განყოფილებაში არიან გადანაწილებული. ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დინამიკაში კლინიკურად უცვლელია“, – აღნიშნა რატიანმა.
საქართველოში ამ დროის მონაცემებით ახალი კორონავირუსის 306 შემთხვევა არის დაფიქსირებული, მათგან 69 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
#კორონავირუსი
#ლევანრატიანი
#ინფიცირებული
#tbilisidialy