ბათუმის სანაპიროზე მოსიარულე პირების ვაჭრობა აიკრძალება
Tbilisi Daily
აჭარაში 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი განახლდება. იგეგმება ფრენების აღდგენა და ვიზიტორების მიღება.
ზაფხულის სეზონის დადგომას და ზღვის სანაპიროზე დამსვენებლების გამოჩენას ყოველთვის იმედით ელოდებიან სანაპიროზე მოსიარულე მოვაჭრეები, თუმცა კორონავირუსი წელს მათ ამ შემოსავლის გარეშე ტოვებს. ბათუმის სანაპიროზე მოსიარულე პირების ვაჭრობა აიკრძალება.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გადაწყვეტილების მიზეზებს ასე ხსნიან: "ამ შემთხვევაში უფრო მეტი შემხებლობაა ფულთან და არა ბარათთან, დისტანციაც ვერ იქნება დაცული. საკვებისმიერი ინტოქსიკაციის პრევენციაც გამოვა. ტემპერატურული რეჟიმის დარღვევით შეძენილი პროდუქტი კი, შესაძლოა, იმ დაავადების გამომწვევი გახდეს, რომელსაც კორიონავირუსთან კავშირი არ აქვს, მაგრამ სიმპტომებით ჰგავს."
ზღვის სეზონზე წესები კიდევ უფრო გამკაცრდება თუ შემსუბუქდება სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მსჯელობა მიმდინარეობს საზღვრის კვეთას ეხება. სავარაუდოდ, საზღვარზე ჩამოსულ ტურისტებს გატესტავენ ან დამსვენებელი კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხს წარადგენს.
#news#აჭარა#შიდა ტურიზმის#ბათუმის სანაპირო#ვაჭრობა#აკრძალვა#Tbilisi Daily#newsdaily