საქართველოში "კომენდანტის საათი" ერთი ღამით უქმდება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
დღეს საქართველოში დროებით შეწყდება კორონავირუსის ეპიდემიის გამო ნოემბრის ბოლოდან დაწესებული ე.წ. კომენდანტის საათის მოქმედება და მოქალაქეები ქვეითად და ავტომანქანით გადაადილებას შეძლებენ საღამოს 9 საათის შემდეგაც.
აკრძალვის დროებით გაუქმების მიზეზია შობის დღესასწაული, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს აღნიშნავს. ტაძრებში წინა ღამით იწყება საშობაო ღვთისმსახურება, რომელზეც მრევლის დასწრება აკრძალული არ არის. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მხოლოდ მოუწოდებს, რომ ხალხმრავალ შეკრებებს თავი აარიდონ.
7 იანვრიდან საქართველოში ისევ აიკრძალება 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილება. ე.წ. კომენდანტის საათი დროებით არ მოქმედებდა ახალი წლის ღამითაც.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31035696.html
#ახალი_ამბები
#twitter
#covid19_-_ახალი_ამბები