ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
თბილისში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სამშენებლო მასალების საწყობში გაჩნდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. ჯერჯერობით დაზარალებულების შესახებინფორმაცია არ ვრცელდება.
შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, რომლებიც ამ წუთებშიც მუშაობენ.