38 - ე გარდაცვლილი ბათუმში მკურნალობდა

Batumi Daily

დღეს საქართველოში კოვიდ 19 - ით კიდევ ერთი, 38-ე პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსით გარდაცვლილი 38 - ე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 61 წლის ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 30 სექტემბერს შეიყვანეს. "პაციენტი შემოიყვანეს ღამით, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით - კოვიდ 19, ტოტალური პნევმონია, ჭარბი წონა, გულის უკმარისობა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა"- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. საქართველოში 24 საათში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 796 პაციენტი. #batumidaily #კოვიდვითარებააჭარაში #ბათუმი #კორონავირუსი