უქმეებზე წვიმა და ქარია მოსალოდნელი - მთაში მოთოვს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
13-14 თებერვალს საქართველოში, ძირითადად დასავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რეგიონებშიმოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ქარბუქი და ზღვაზე 5-6 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.