მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში ინფიცირებული 14 წლის მოზარდის 18 კონტაქტის ტესტის პასუხი

Marneuli Daily

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში ინფიცირებული 14 წლის მოზარდის 18 კონტაქტის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. როგორც მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, დღეს ლაბორატორიაში კიდევ 15 კონტაქტის ბიოლოგიურ ნიმუშს გამოიკვლევენ ,,გუშინ გამოსაკვლევად 18 კონტაქტის ბიოლოგიურ მასალა იქნა გაგზავნილი და მათგან არცერთს არ დაუდასტურდა კორონავირუსი. დღეს კიდევ 15-ის გამოკვლევა მოხდება. ინფიცირებული მოზარდის ოჯახის წევრები საკარანტინე სივრცეში არიან გადაყვანილი, დანარჩენი 33 კონტაქტი კი თვითიზოლაციაში იმყოფება“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან საუბარში მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში მცხოვრები 14 წლის მოზარდი, რომელსაც ,“კოვიდ 19“ გუშინ დაუდასტურდა, „მესტიის კლასტერს“ მიეკუთვნება. წყარო: 24news.ge #მარნეული #კორონოვირუსი #MarneuliDaily #ახალიამბები