BBC-მ სკრიპალების შესახებ სერიალის თრეილერი გამოაქვეყნა

Tbilisi Daily

ტელეკომპანია BBC-მ სკრიპალების საქმის შესახებ გადაღებული სერიალის თრეილერი გამოაქვეყნა. "მოწამვლა სოლსბერიში" სამი ეპიზოდისგან შედგება და BBC One-ის ეთერში 14-16 ივნისს გავა. სერგეი სკრიპალის როლს უეინ სვონი, იულია სკრიპალისას - ჯილ უინთერნიცი. სერიალის აღწერაში აღნიშნულია, რომ ის რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. რუსეთის ГРУ-ს ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერიში "ნოვიჩოკით" მოწამლეს. სკრიპალები სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. სკრიპალის მოწამვლას თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დიპლომატიური დაპირისპირება მოჰყვა. სკრიპალი სკრიპალი BBC სერიალი