ევროპარლამენტმა ბელარუსთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

Tbilisi Daily

ევროპარლამენტარებმა რეზოლუციის პროექტს ბელარუსში მიმდინარე ადამიანის უფლებათა დარღვევებთან, კერძოდ, რომან ბონდარენკოს მკვლელობასთან დაკავშირებით, მხარი დაუჭირეს. რეზოლუციას მხარი 613-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 41 წინააღმდეგი იყო. რეზოლუციაში მოთხოვნილია ბონდარენკოს, ასევე პროტესტთან დაკავშირებული სხვა ადამიანების გარდაცვალების საქმეთა დაუყოვნებლივ, ზედმიწევნით და დამოუკიდებელი გამოძიება. ევროპარლამენტარებმა ასევე, მოუწოდეს ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს იმ დანაშაულის საერთაშორისო გამოძიებას, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმმა ჩაიდინა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დოკუმენტი შეიცავს მოწოდებას ევროკავშირის მიერ ბელარუსის მთავრობისთვის და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი პროექტებისთვის გადარიცხვების სრულ გაყინვას.