შეხვედრა აგრარული ბაზრის წარმომადგენლებთან
Gori Daily
27 აპრილიდან მთავრობა აგრარულ ბაზრებს მუშაობის გაგრძელების ნებართვას აძლევს იმ შემთხვევაში, თუ მისი მფლობელები უსაფრთოების ყველა პირობას დააკმაყოფილებენ.
ეს საკითხი მათთან შიდა ქართლის გუბერნატორმაც განიხილა და ბაზრის მეპატრონეებს ყველა ის რეგულაცია გააცნო, რომლის გათვალისწინებაც ბაზრის გაღების შემთხვევაში მოუწევთ.
"მოთხოვნები უკავშირდება მოვაჭრე პერსონალის სპეციალური დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფას, ჰიგიენური პირობების და სანიტარული პირობების მკაცრად დაცვას, სადეზინფექციო სამუშაოების ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარებას. მოთხოვნები ასევე უკავშირდება მიკვლევადობას - თითოეული მოვაჭრე პერსონალის შესახებ ინფორმაციის არსებობას, მათ იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას იმისთვის, რომ მიკვლევადი იყოს თითოეული მოვაჭრე პერსონალის საქმიანობა, მათი კონტაქტები, მათ შორის, მნიშვნელოვანია, რომ განისაზღვროს სად მოძრაობდნენ, როგორი იყო მათი მოგზაურობის სტატისტიკა და ისტორია", - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
#შიდაქართლი
#გუბერნატორი
#აგრარულიბაზარი
#გორი
#გორისმუნიციალიტეტი
#goridaily