არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას საბაბი, რომ ჩაშალოს ეს შეთანხმება - ჯაფარიძე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143358 პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმების ჩასაშლელად ოპოზიციამ ხელისუფლებას მიზეზი არ უნდა მისცეს. მისი თქმით, 8 მარტის შეთანხმება გაერთიანებული ოპოზიციის დიდი ძალისხმევის შედეგად მოხდა და მისი ორივე ნაწილის შესრულება მნიშვნელოვანია. „ჩვენ არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, რომ გამოიწვიოს ოპოზიციური პარტიები რაიმე რადიკალურ ნაბიჯებზე, რომ მერე ამ საბაბით ჩაშალოს ის შეთანხმება, რაც მიღწეულია ამდენი ძალისხმევის და ჩვენი მეგობრების დიდი ჩარ​თულობის შედეგად“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.