უკრაინა „კოვიდ-19“-ის ჩინური ვაქცინის, „სინოვაკის“ 1,8 მილიონ დოზას შეიძენს
Tbilisi Daily
უკრაინა „კოვიდ-19“-ის ჩინური ვაქცინის, „სინოვაკის“ 1,8 მილიონ დოზას შეიძენს.
ინფორმაციას „გარდიანი“ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შესაბამის შეთანხმებას ხელი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა მოაწერა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, ვაქცინის დოზებს ქვეყანაში უმოკლეს პერიოდში ჩაიტანენ.