Covid-19-ის 9-ვე ახალი შემთხვევა შემოტანილია
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-19-ის 9 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია განმარტავს, 9-ვე შემთხვევა იმპორტირებულია:
„ყველას დიაგნოსტირება მოხდა საკარანტინო სივრცეში. ამ 9-დან 5 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი”, - უთხრა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს.
საქართველოში 9-ით გაიზარდა ახალი კორონავირუსის ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და 995 შეადგინა. 13 ივლისის დილის მონაცემებით, არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და იგი 857-ია. კოვიდ-19-ით საქართველოში 15 ადამიანია გარდაცვლილი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30723202.html
#ახალი_ამბები
#twitter