ნორვეგიაში რესტორნებსა და ბარებში 2 კვირით ალკოჰოლის გაყიდვა აიკრძალა
Tbilisi Daily
კორონავიირუსით ინფიცირებით შემთხვევების ზრდის გამო ნორვეგიის მთავრობა საკარანტინო შეზღუდვებს ამკაცრებს. როგორც Deutsche Welle წერს, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ერნა სულბერგმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ნორვეგიელებმა ქვეყანაში ახალი ტალღა არ უნდა დაუშვან. მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 4 იანვრიდან 2 კვირის ვადით, რესტორნებსა და ბარებში და ასევე სხვადასხვა ღონისძიებაზე ალკოჰოლის გაყიდვაზე აკრძალვა წესდება.
ამასთან, სახლში შეკრებები 5 ადამიანით განისაზღვრა. მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში მომხდარებლების რაოდენობა გაკონტროლდება. სპორტული და გასართობი ღონისძიებები გადაიდო. ამასთან, მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, უახლოესი 2 კვირის განმავლობაში ქვეყანაში და საზღვარგარეთ მოგზაურობაზე უარი თქვან და არც სტუმრები მიიღონ.