აჭარის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ მოსმენები კომიტეტებს გადაეცა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურომ, ღამის 10 საათზე სხდომაზე გადაწყვიტა, მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ მოსმენები გადაეცესკომიტეტებს. ასევე განისაზღვრა კომიტეტებში მოსმენების გრაფიკიც.
24 დეკემბერს კიბიუროს სხდომაზე განხილული იქნება რიგგარეშე სესიის მოწვევის საკითხი. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე მიიჩნევს, რომ მინისტრთა კაბინეტი ცვლილებებს არ საჭიროებს.
რაც შეეხება ოპოზიციის ჩართულობას უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში, გაბაიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ოპოზიციონერი კოლეგა შეუერთდა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას, თუმცა არ გამორიცხავს იგივე გადაწყვეტილება სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაცმიიღონ.