ავღანეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ათი ადამიანი ემსხვერპლა

Tbilisi Daily

ავღანეთის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. კატასტროფა ნანგარჰარის პროვინციაში მოხდა. Ariana News- ის ინფორმაციით, ვერტმფრენი ღამის საათებში, დაშვებისას ჩამოვარდა. ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატასტროფა ორმა ვერტმფრენმა განიცადა და ის, სავარაუდოდ, ჩამოაგდეს.